დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია

24.11.2016 თბილისი - ​საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სერ ალან დუნკანი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია. 


დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ოლივერ უორდროპის საქართველოში მოღვაწეობის ამსახველი საარქივო მასალების გამოფენა დაათვალიერა

24.11.2016 - საქართველოში ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის ვიზიტის ფარგლებში,  საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა გამოჩენილი ბრიტანელი დიპლომატის, მწერლის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწის ოლივერ უორდროპის და მისი დის, მარჯორი უორდროპის  საქართველოში მოღვაწ...


მიხეილ ჯანელიძე: დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ახალი, სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავიდა

24.11.2016 თბილისი - ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალი, სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავიდა, რაც უკვე არსებული მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ „უორდროპის დიალოგის“ პლენარული სესიის გახსნის ...


მიხეილ ჯანელიძე:„საქართველო შესაძლოა იყოს ბრიტანეთის ბიზნესისთვის საუკეთესო რეგიონული პლატფორმა“

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანთან გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომელიც თბილისს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მესამე რაუნდის ფარგლებში ეწვია.  


“უორდროპის დიალოგმა“ სტრატეგიული ფორმატის სახე შეიძინა

24.11.2016 თბილისი - ​საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის  გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატმა - „უორდროპის დიალოგმა“ სტრატეგიული ფორმატის  სახე შეიძინა და დღეიდან „უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგი“ ეწოდა. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე შეხვედრა საქართველოში ლატვიის ელჩთან ბატონ იანის ზლამეტსთან

24.11.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში იანის ზლამეტსს შეხვდა.    


ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის ვიზიტი საქართველოში

23.11.2016 თბილისი - ​2016 წლის 24-25 ნოემბერს შედგება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის ვიზიტი საქართველოში.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

23.11.2016 თბილისი - 2016 წლის 22 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე.


საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მესამე კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მესამე კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2016 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ავღანეთში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 21 ნოემბერს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შიიტურ მეჩეთზე განხორციელებულ შემაძრწუნებელ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ემსხვერპლა ოცდაათზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე და დაშავდა ორმოცდაათზე მეტი მოქალაქე.


 <  187 188 189 190 191 192 193 194 195 196  > 
აპრილი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456