საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სამუშაო ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში

2016 წლის 9-10 მარტს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის სამუშაო ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო

2016 წლის 10 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გამართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იუვალ ფუქსთან.


ევროკომისიამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ წინადადებით მიმართა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს

2016 წლის 9 მარტს, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს  საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის  შემოღებას. 


“ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ წარმატებისა, რომელსაც მივაღწიეთ რეფორმების განხორციელების კუთხით და ჩვენი საზოგადოების მაქსიმალური მხარდაჭერით“

მივესალმებით ევროკომისიის მიერ ამ საკანონმდებლო პროცესის ინიცირებას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროკომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკ...


მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის კინოფესტივალის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

დღეს თბილისში, ოფიციალურად გაიხსნა ევროკავშირის მე-4 კინოფესტივალი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში ბელგიის სამეფოს ელჩმა კარინ პეწიმ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა....


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის ელჩებს შეხვდა

2016 წლის 9 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს ელჩს იან კელის შეხვდა

2016 წლის 9 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის. 


პოლონეთში საქართველოს უწყებათაშორისო ჯგუფის ვიზიტი შედგა

2016 წლის 7-8 მარტს პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს უწყებათაშორისი ჯგუფის ვიზიტი გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით.


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა

2016 წლის 7 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან  სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარესთან გიუნტერ ბეხლერთან.


აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტისათვის საქართველოსა და იაპონიას შორის შეთანხმებები გაფორმდა

2016 წლის 7 მარტს, საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის ნოტების გაცვლის გზით ხელი მოეწერა შეთანხმებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტთან (II) დაკავშირებით. საქართველოს მხრიდან, შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ხოლო იაპონიის მხრიდან - საქართველ...


 <  192 193 194 195 196 197 198 199 200 201  > 
ოქტომბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345