საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობათა და თანამშრომლობის დეპარტამენტს (DIRCO) შორის რიგით მეორე კონსულტაციები გაიმართა

2016 წლის 8 ივნისს თბილისში გაიმართა რიგით მეორე კონსულტაციები სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, დეპარტამენტის დირექტორების დონეზე (პირველი რაუნდი გაიმართა პრეტორიაში, 2013 წლის სექტემბერში).  


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაეროს 70-ე სესიაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით

2016 წლის 7 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 70-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", რითიც კვლავ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები, უპირველესად, ...


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ვიშეგრადის ოთხეულს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის და  უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებული საკითხები, ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის მზადების პროცესი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში არსებული ვითარება. ვიშეგრადის ოთხეულის პოლიტიკურმა დირექტორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს მხარ...


ლიტვაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

ლიტვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.  


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016 წლის 7 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში მომხდარი კიდევ ერთი ტერაქტის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლები. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას თურქეთის რესპუბლიკის ქ. ოსმანიეში, ოსმანიე-ქოზანის მონაკვეთზე ავტობუსის სარწყავ არხში გადავარდნის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.   


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 2016 წლის 7-10 ივნისს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან. 


საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან

2016 წლის 6 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან დარჩენილი პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იან კელისთან

მიმდინარე წლის  6 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იან კელისთან.  


საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის პირველი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის პირველი კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2016 წლის იანვარი-მარტი პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.


 <  193 194 195 196 197 198 199 200 201 202  > 
იანვარი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234