საქართველოს ელჩმა ტორონტოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი პედაგოგები დააჯილდოვა

26.05.2018 კანადა- საქართველოს პირველი  დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კანადაში, კონსტანტინე ქავთარაძემ ტორონტოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი პედაგოგები დააჯილდოვა.  


მიხეილ ჯანელიძემ „კრინიცის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

26.05.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, „კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში“ მიიღო მონაწილეობა.


ანკარაში ”ტყუპებად” წოდებული შენობა საქართველოს დროშის ფერებით განათდა

26.05.208 ანკარა -საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ანკარაში საქართველოს დროშის ფერებით განათდა ანკარის ”ტყუპებად” წოდებული TOBB-ის შენობა,ანკარის „შერატონი” და სტამბოლის ხიდი.  


საქართველოს ფინეთის და პოლონეთის პრეზიდენტები ეწვივნენ

26.05.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ფინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები ეწვივნენ. საული ნიინისტო და ანჯეი დუდა მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო ღონისძიებებში, ასევე გამართავენ შეხვედრებს.


საქართველოს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

25.05.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ვიზიტით ეწვია სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა. 


რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

 26 მაისს, საქართველოს საგარეო სამინისტროს ეგიდით, სამცხე-ჯავახეთში, რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება.


ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოშია

25.05.2018 ქ. თბილისი - ​ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი უკვე საქართველოშია. იუნკერი ქვეყანას პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეწვია. 


გიორგი შარვაშიძის შეხვედრა საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის ელჩთან

25.05.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარაში)მარია როვენა მენდოზა სანჩესთან.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

25.05.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარა) პაკირ მოჰიდინ ამზასთან.


საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

25.05.2018, თბილისი - საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი 25-26 მაისს საქართველოს ეწვევა.  ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.  


 <  45 46 47 48 49 50 51 52 53 54  > 
სექტემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567