ვატიკანში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ქმნილებებზე ზრუნვის საკითხისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

09.03.2018 ვატიკანი - საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც რომის პაპ ფრანცისკეს ენციკლიკას "Laudato Si'"-ის ეძღვნება.


საქართველოს საელჩომ კანადაში მცხოვრებ ქართველ ქალებს 8 მარტი მიულოცა

08.03.2018 ტორონტო - 8 საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კანადაში საქართველოს საელჩომ ტორონტოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალებისთვის ქართული საღამო გამართა. ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ ტორონტოს ქართულ რესტორანში "არაგვი" უმასპინძლა საზეიმო მიღებას, რო...


მექსიკაში ქართველი პიანისტის კონცერტი გაიმართა

9.03.2018 ქ. ტამპიკო - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, მექსიკაში, ტამაულიპასის შტატის ავტონომიური უნივერსიტეტისა და საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით,   ქართველი პიანისტის,  ნინო მოდებაძის კონცერტი გიმართა.


საქართველოს ელჩმა აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

9.03.2018 ეთიოპია-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიაში, ზურაბ დვალიშვილმა აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარეს, მუსა ფაკი მაჰამადს რწმუნებათა სიგელები გადასცა.


დავით ზალკალიანი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

9.03.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩთან ქრისტიან ბასონთან (რეზიდენციით ქ. კიევში). ელჩი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს. 


უკრაინაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

9.03.2018 უკრაინა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლის, ირინა სულთანიშვილის ორგანიზებით, საელჩოში გაიმართა მიღება, რომელსაც  უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელების მეუღლეები ესწრებოდნენ.


საქართველოსა და ბარბადოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

8.03.2018  გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა,  კახა იმნაძემ და გაეროსთან ბარბადოსის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ჯულიეტ ბაბს-რაილიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.


საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის EWG-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა

7.03.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 7 მარტს თბილისში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პრიორიტეტული მიმართულებები სავაჭრო-ეკონომიკუ...


მიხეილ ჯანელიძე სერბეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის მინისტრს შეხვდა

7.03.2018 ქ. ბელგრადი - ​სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის მინისტრთან იანდრანკა იოკსიმოვიჩთან. 


საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უახლოეს დღეებში ამოქმედდება

7.03.2018 ქ. ბელგრადი - ​საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უახლოეს დღეებში, შესაბამისი სარატიფიკაციო პროცედურების დასრულებამდე ამოქმედდება. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მ...


 <  67 68 69 70 71 72 73 74 75 76  > 
ივლისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345