აშშ - რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე კვლავაც ხელს უშლიან ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის შეშვებას

24.03.2018 - ​ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე წარმოდგენილ  რეზოლუციას  „საქართველოსთან თანამშრომლობა“ და ასევე მოუწოდა საბჭოს ყველა წევრს  ამ რეზოლუციის მხარდაჭერისკენ. 


დიდი ბრიტანეთი - გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ უმაღლესი კომისრის ოფისს უარს ეუბნებიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებაზე

24.03.2018 - ​გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე სესიაზე, სადაც განიხილებოდა რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.  


ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე - გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციას

24.03.2018 ქ. თბილისი - ​„ეს არის ის საერთაშორისო მექანიზმი და ბერკეტი, რასაც საქართველო იყენებს, რათა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური ძალის განმახორციელებელმა აგოს პასუხი ყველა იმ დარღვევაზე რასაც ადგილი აქვს და ასევე შესაძლებელი იქნას ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო მექანიზმებ...


მიხეილ ჯანელიძე 2018 ბიუჯეტის კანონში ასახული საქართველოს მხარდაჭერისთვის აშშ-ს მადლობა უხდის

24.03.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისკენ გადადგმულ მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს აშშ-ის 2018 წლის  ბიუჯეტის კანონში საქართველოს მხარდამჭერ პუნქტებსა და გაზრდილ ფინანსურ დახმარებას.


2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნებულია

2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნებულია. საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი სათაურით: „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა.


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

 2018 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია  -  „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა წარადგინა.


მიხეილ ჯანელიძე - მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რათა დასრულდეს ოკუპაცია და დამნაშავეებმა აგონ პასუხი

23.03.2018 - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს. სამინისტროს თანამშრომლები წილკანში ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.


ეუთო-ს მუდმივი საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს

2018 წლის 22 მარტს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ დაგმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გამართული რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის დროსაც ადგილზე 33 საარჩევნო უბანი გაიხსნა.


USAID-ის ხელმძღვანელმა აშშ-ს კონგრესში საქართველო წარმატებული განვითარების მაგალითად მოიყვანა

21.03.2018 აშშ - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, 2019 წლის აშშ-ის ბიუჯეტის პროექტის განხილვის ფარგლებში,  გაიმართა მოსმენა აშშ-ის საგარეო დახმარების ფინანსურ ნაწილზე.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კორეელ კოლეგას შეხვდა

23.03.2018 ქ.სეული - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა ეკონომიკურ საკითხებში კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იუნ კანგ-ჰიონთან.  მხარეებს შორის განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის: პოლიტიკური, ვაჭრობის, ინვესტიც...


 <  69 70 71 72 73 74 75 76 77 78  > 
აგვისტო 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789