​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით

24.07.2017 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. როგორც ცნობილია 2017 წლის 18-20 ივლისის პერიოდში, უკრაინის სამხედრო ძალებზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 11, ხოლო დაიჭრა 15 ადამიანი - რაც ბოლო პერიოდში სიტუაციის განსაკუთრებულ ...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეს-მდივანი მიიღო

24.07.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გერმანიის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეს-მდივანს მათიას კოპს შეხვდა. 


საქართველოსა და ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

24.07.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას, აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორის აჰმედ ალ-ჰინაის ხელმძღვანელობით.   


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

24.07.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას და გმობს 2017 წლის 24 ივლისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დაჯგუფება „თალიბანის“ მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 


ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ განცხადება გააკეთა

24.07.2017 - ​ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანჯელინო ალფანოს საპასუხოდ განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა.


„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენცია გაიმართა

21.07.2017 თბილისი - წელს პირველად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის  კონფერენცია გაიმართა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ დაფინანსებულ საწარმოში  - „შპს ჯეოკეპი“ ჩატარდა.  


დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ პირველად აისახა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

21.07.2017 - დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევის შედეგად, ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში პირველად აისახა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.  


“ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ქართველი დიპლომატები ერთობლივი ოპერაციების ცენტრი მოინახულეს

21.07.2017 თბილისი - ​„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ქართველმა დიპლომატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი მოინახულეს. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრ...


​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო

20.07.2017 ქ.თბილისი - 2017 წლის 20 ივლისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარის ბრენდან სმითის ხელმძღვანელობით. 


„ამბასადორიალი 2017“ ეკონომიკურ კონფერენციას უმასპინძლებს

20.07.2017 თბილისი - ​წელს პირველად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების ფარგლებში გაიმართება ეკონომიკური დიპლომატიის თემაზე კონფერენცია.


 <  70 71 72 73 74 75 76 77 78 79  > 
თებერვალი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627281234
567891011