საქართველოს მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი ეწვია

26.02.2017 თბილისი - ​საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში ევროკომისარს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. 


საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებზე აღმართული ეროვნული დროშები დაუშვეს

25.02.2017, თბილისი - 2017 წლის 25 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით ეროვნული დროშები დაუშვეს.


ირლანდიის პარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია პირველად იქნა მიღებული

2017 წლის 23 თებერვალს, ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე, რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ...


ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - „საქართველომ უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირში არსებობს სურვილი, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“

„ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთან ურთიერთობებში შემდგომი მნიშვნელოვანი პროგრესის განხორციელება და საქართველომ უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირში არსებობს სურვილი, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“, - აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გა...


მიხეილ ჯანელიძე უკრაინის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

24.02.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უკრაინის ახლადდანიშნულ ელჩთან იგორ დოლგოვთან. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

24.02.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა.


პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში საქართველოს მოლდოვას დელეგაცია სტუმრობს

24.02.2017, თბილისი -  თბილისში საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, მოლდოვის მხრიდან - საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ლილიან დარი.  


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მექსიკაში შეხვედრები გამართა

24.02.2017, მექსიკა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია მექსიკის შეერთებულ შტატებს.  მექსიკის საგარეო საქმეთა სამდივნოში გამართულ შეხვედრაზე ქართულ დელეგაციას მინისტრის მოადგილემ, მიგელ რუის კაბანიასმა უმასპინძლა.  


​მიხეილ ჯანელიძემ ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.  საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქვეყანას მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მეოთხე კვარტალური ანგარიში

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მეოთხე კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2016 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.


 <  125 126 127 128 129 130 131 132 133 134  > 
იანვარი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234