საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა

5.12.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩს იონას პასლაუსკასს შეხვდა.


დავით დონდუამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

5.12.2016 ვენა -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის მინისტერიალის სეგმენტში მონაწილეობა მიიღო.


მიხეილ ჯანელიძე ნატოს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც 2016 წლის 6-7 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში გაიმართება. 


ჟენევაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

5.12.2016 ჟენევა - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-11 ციკლის საორგანიზაციო სესიაზე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, შალვა ცისკარაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.   


პოლონეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

5.12.2016 თბილისი - პოლონეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.


საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი გაიმართა

5.12.2016 თბილისი - საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი. კორეის მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალური დირექტორი ლიმ სუ-სოკი, საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტ...


დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრებთან სამუშაო ლანჩი გამართა

5.12.2016 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა სამუშაო ლანჩი გამართა გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში ვიზიტით მყოფ  პარლამენტის წევრებთან.


ხათუნა თოთლაძე: შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობაზე ზრუნვა მუდმივ ყურადღებას საჭიროებს

3.12.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში გაიმართა.    


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფრანგული კულტურისა და ქართველ ხალხთან მეგობრობის ასოციაციის წევრს შეხვდა

2.12.2016 თბილისი-2016 წლის 2 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე შეხვდა ფრანგული კულტურისა და ქართველ ხალხთან მეგობრობის ასოციაციის წევრს ტიერ ბერიშვილს. 


საქართველოს ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ქვეყნის პრეზიდენტს მის აღმატებულება პრანაბ მუქერჯის. 


 <  129 130 131 132 133 134 135 136 137 138  > 
ნოემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910