საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საფრანგეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

04.02.2017 - ​2017 წლის 6-8 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.  


სებასტიან კურცმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

03.02.2017 თბილისი - ​ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი საქართველოდან გაემგზავრა და  მედიის წარმომადგენლებთან ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. 


იან კელიმ მიხეილ ჯანელიძეს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მიულოცა

03.02.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა  საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იან კელისთან.


მიხეილ ჯანელიძე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, სებასტიან კურცს შეხვდა

03.02.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, სებასტიან კურცთან. 


ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ხალხს ევროპარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება მიულოცა

03.02.2017 თბილისი - ​„მოგესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადმოსახედიდან, რომელიც გუშინ გადაიდგა საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება და  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ძლი...


ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხზე კენჭისყრა გაიმართა

02.02.2017 ბრიუსელი - ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა კენჭისყრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე.


საგარეო საქმეთა სამინისტროში პაკისტანის კვლევითი ცენტრისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

02.02.2017 თბილისი -2017 წლის 1 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის კვლევითი ცენტრისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.


ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

02.02.2017 - ​საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა (რეზიდენციით ეთიოპია) რწმუნებათა სიგელი გადასცა კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, უჰურუ კენიატას.


საგარეო საქმეთა სამინისტროში ტურისტულ და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

02.02.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოში მოქმედი ტურისტული ორგანიზაციებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.  


ევროკომისიის წარმომადგენელის შეფასებით საქართველო უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის საკვანძო პარტნიორია

01.02.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის  გლობალური სტრატეგიის თემაზე შეხვედრა გაიმართა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და აზიის მმართველ დირექტორთან თომას მაირ-ჰარტინგთან. 


 <  131 132 133 134 135 136 137 138 139 140  > 
იანვარი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234