თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ახალი ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა

26.09.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ახალი ტერმინალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. 


ბელგიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა

26.09.2017 ბელგია - 26 სექტემბერს, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეგმონტის სასახლეში აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ და ცენტრალური აზიის 11 სახელმწიფოსთან, მათ შორის საქართველოსთან, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღნიშნა.   


დავით ზალკალიანი მონაწილეობას იღებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში

26.09.2017 - 26-28 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მონაწილეობას იღებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში.  


მიხეილ ჯანელიძე სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტს შეხვდა

26.09.2017 თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საგარეო უწყებაში მიიღო სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტი, არა ბაბლოიანი და ეროვნული კრების წევრები. 


ხათუნა თოთლაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

26.09.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჟოლტ ჩუტორასთნ.


საქართველო პირველად მონაწილეობს პეკინის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე

26.09.2017 - ჩინეთში პეკინის მე-7 საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე მიმდინარეობს, რომელშიც საქართველო მიწვეული ქვეყნის სტატუსით პირველად იღებს მონაწილეობას.  საქართველოს აღნიშნულ მასშტაბურ ღონისძიებაში 15 თანამედროვე ხელოვანი, ჯგუფური გამოფენის ფარგლებში წარადგენს.


კანადაში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილე ქართველ სამხედროებს უმასპინძლა

26.09.2017 ტორონტი - კანადის ქალაქ ტორონტოში სამხედრო მოქმედებებისას დაჭრილი სამხედროების საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტული თამაშები Invictus Games იმართება, რომელზეც საქართველოს სპორტული დელეგაცია  15 სამხედროთია  წარმოდგენილი.


საზღვარგარეთ საკვირაო სკოლები და ქართული ხელოვნების ანსამბლები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება

25.09.2017 თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით  დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში  შეიქმნა ე.წ. საჭიროებათა კატალოგი. 


„ჩვენი თანამემამულეების ინფორმირების, მათი საჭიროებების გარკვევის მიზნით დიასპორასთან რეგულარულ შეხვედრებს ვმართავთ“ - მიხეილ ჯანელიძე

25.09.2017 თბილისი - ​„ჩვენი თანამემამულეების ინფორმირების, მათი საჭიროებების გარკვევისა და პროექტების ერთობლივად განხორციელების მიზნით დიასპორასთან ვმართავთ რეგულარულ შეხვედრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯ...


ეუთო-ში ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა

მიმდინარე წლის 11-22 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა (HDIM), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების დელეგაციებმა, სამოქალაქო სექტორის, ეუთო-ს ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი სტრუქტუ...


 <  132 133 134 135 136 137 138 139 140 141  > 
ივლისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345