ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე წლიური ეროვნული პროგრამის წარდგენა

26 მარტს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე, რომელზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა რიგით მეათე „წლიური ეროვნული პროგრამა“ წარადგინა.


პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის

26.03.2018 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა კონსულტაციები საქართველოსა და სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო სლოვენიის მხრიდან პოლიტიკური დირექტორი მატეი მარნი. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევრაზიული დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

​26.03.2018 ქ. თბილისი - 2018 წლის  26 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გამართა შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევრაზიული დეპარტამენტის დირექტორთან რაფაელ ჰარპაზთან.


​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროინტეგრაციის საკითხებზე ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში

26.03.2018 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა  სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში მონაწილეობა მიიღო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში თემაზე: „არის თუ არა მზად საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მისაღებად?“.  


ესტონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ბავშვებისათვის განხორციელდა პროექტი „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“

25.03.2018 ესტონეთი - ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პარტნიორობით,  25 მარტს ესტონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ბავშვებისათვის განხორციელდა პროექტი „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“. პროექტი გაიმართა საქართველოს პირველი დემო...


მოლდოვაში ქართული ანბანისა და ენისადმი მიძღვნილი გამოფენა-ექსპოზიცია მოეწყო

25.03.2018 ქ. კიშინეუ - მოლდოვაში, ღონისძიების „ენების ფესტივალი“ ფარგლებში,   საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ანბანისა და ენისადმი მიძღვნილი გამოფენა-ექსპოზიცია მოეწყო.


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე დავით ზალკალიანმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებაზე

2018 წლის 23 მარტს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია  -  „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუციის მიღებით, ადამიანის უფლებათა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში...


დავით ბაქრაძე - „საქართველოს საკითხი რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად ამერიკის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში“

​24.03.2018 აშშ - „საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად ამერიკის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში. საქართველო კვლავაც სარგებლობს კონგრესის მხრიდან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით და ეს აქტი არის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, ასევე ქვეყნის სუვერე...


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ექსპერტებს შეხვდა

24.03.2018 - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი პროექტის „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებები და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეები უკრაინასთან,  მოლდოვასა და საქართველოსთან“ ექსპერტებს შეხვდა. აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობას და კოორდინირებას უწევს ევროპულ...


წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით თბილისის მწვანედ განათებული სატელევიზიო ანძა ირლანდიის ყველაზე პოპულარული მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში მოხვდა

24.03.2018 - ​2018 წლის 17 მარტს, ირლანდიური დღესასწაულის, წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავ გლობალურ კამპანიაში „Global Greening” თბილისის მონაწილეობამ  დუბლინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმის “EPIC – The Irish Emigration Museum” განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. კერძოდ, მუ...


 <  26 27 28 29 30 31 32 33 34 35  > 
მაისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910