საგარეო საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

24.10.2016 თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც 2017-2020 წწ-სთვის ასოცირების დღის წესრიგის სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 


საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსს აკრედიტაციის ახალ პროგრამას წარუდგენს

24.10.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური აკრედიტაციის  ციფრული უზრუნველყოფის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც წარმოადგენს მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს ელექტრონული სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით.  


თბილისის ბოტანიკურ ბაღში უძველესი ტრადიციული ელემენტებით შექმნილი იაპონური ბაღი გაიხსნა

22.10.2016 თბილისი - ბოტანიკურ ბაღში საქართველო-იაპონიის ურთიერთობების სიმბოლოდ უძველესი ტრადიციული ელემენტებით შექმინილი იაპონური ბაღის გახსნის ცერემონია გაიმართა.  


ვაცლავ ჰაველის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება

21.10.2016 თბილისი - საქართველოში ჩეხეთის საელჩოში პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში  ვაცლავ ჰაველის წიგნიდან  Prosím stručně  ("Briefly, please") ამონარიდები  სპეციალურად მიწვეულმა სტუმრებმა წაიკითხეს.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

20.10.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  მარტინა ქვიქს შეხვედა.  


ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორთა ჯგუფის პრეზიდენტი საქართველოს მხარდაჭერას პირდება

19.10.2016 კრაკოვი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორთა ჯგუფის (ECR) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჯგუფის პრეზიდენტთან ევროპარლამენტის წევრთან საიდ კამალთან. 


ევროპარლამენტარ რიჩარდ ლეგუჩკოს შეფასებით საქართველოს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოების სისტემის შექმნაში

19.10.2016 კრაკოვი - ქ.კრაკოვში ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის (ECR)  მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ECR-ის ჯგუფში პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან ევროპარლამენტარ რიჩარდ ლეგუჩკოსთან.


მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

19.10.2016 კრაკოვი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქ. კრაკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პოლონეთის თავდაცვის მინისტრს ანტონი მაჩიერევიჩს.  


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის კონფერენციაში, რომელიც პოლონეთის ქ. კრაკოვში მიმდინარეობს

19.10.2016 კრაკოვი- მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვიდა სამუშაო სესიაზე, რომელიც ნატო-ს ვარშავის სამიტის შემდგომ პოლონეთისა და ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი...


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელს შეხვდა

19.10.2016 თბილისი - საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელს ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელის მოადგილე კეტრინ პატრონოფი.


 <  171 172 173 174 175 176 177 178 179 180  > 
თებერვალი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627281234
567891011