საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს სპეციალურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 30-ე სპეციალურ სესიაზე, რომელიც მსოფლიოში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების საკითხს ეხება. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების, დავით ჯალაღანიასა და ზვიად გონაძის შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ფოლადის მწარმოებელი კომპანიის დელეგაციასთან

2016 წლის 19 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის მოადგილეების, დავით ჯალაღანიასა და ზვიად გონაძის შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ფოლადის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის, POSCO-ს ვიცეპრეზიდენტ, კუანგ სეოკ კიმთან და კომპანიის დელეგაციასთან, რომლებიც განიხილავენ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით...


საქართველო ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. მიხეილ ჯანელიძე გაეროში ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრებს შეხვდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ეკვადორის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 16 აპრილს ეკვადორის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, რომელსაც არსებული მონაცემებით 270-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავდა ათასობით ადამიანი.  


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გაეროს ღონისძიებების ფარგლებში ქ. ნიუ-იორკში ვიზიტით იმყოფება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაეროს მაღალი დონის თემატურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში შვედეთის ელჩს მარტინა ქუიქს შეხვდა

2016  წლის  15 აპრილს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის ელჩთან, მარტინა ქუიქთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, იოჰანეს დუმას შეხვდა

2016 წლის 15 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან საქართველოში, იოჰანეს დუმასთან. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იაპონიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016 წლის 14 აპრილს იაპონიის კუმამოტოს პრეფექტურაში (კუნძული კიუშიუ) მომხდარ მძლავრ მიწიძვრასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და ასობით ადამიანის დაშავება.  


საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება

2016 წლის 14 აპრილს საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია ირანის ელჩს, აბას თალები ფარის შეხვდა

2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მიიღო საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აბას თალები ფარი.


 <  176 177 178 179 180 181 182 183 184 185  > 
ოქტომბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345