გერმანიაში საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის თემაზე დისკუსია ჩატარდა

4.09.2018 გერმანია- საქართველოს საელჩოში, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის თემაზე დისკუსია ჩატარდა.  


„საქართველო თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კუთხით ევროკავშირის ძირითადი პარტნიორია“ - იოჰანეს ჰანი

03.09.2018 ქ.თბილისი - „საქართველო გახლავთ ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი, რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი საშუალებები და  პოტენციალი, რომლის რეალიზებაც უნდა მოხდეს.“ - განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე...


„ჩვენი ევროპელი პარტნიორები უაღრესად პოზიტიურ შეფასებას აძლევენ იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველო დგამს“- დავით ზალკალიანი

03.09.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველოს აქვს  ამბიციური გეგმა რათა გადადგას მეტი ნაბიჯი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიღმა და სწორედ ამას ითვალისწინებს მთავრობის ახალი ინიციატივა „საგზაო რუკის“ სახით. 


დავით ზალკალიანი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა

03.09.2018 თბილისი - 2018 წლის 3 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობა განუზომლად დიდია-გიორგი შარვაშიძე

3.09.2018 -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტარო კონოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი ადასტურებს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს.


დავით ზალკალიანის შეფასებით, თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლის გახსნა ევროკავშირს, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მჭიდრო ინტეგრაციული პროცესების მაჩვენებელია

02.09.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარის, იოჰანეს ჰანის თბილისში დაგეგმილი ვიზიტი, ერთ-ერთი წარმატებული იქნება და ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემდგომ წარმატებას.


დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოში, რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

1.09.2018  დანია - დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოში, რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.  საქართველოს ელჩმა დანიის სამეფოში გიგი გიგიაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებს. საქართველოს ელჩმა  ხაზი გაუსვა იმ ტკი...


საქართველოს ვიზიტით ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა

1.09.2018 თბილისი - 2018 წლის 3-4 სექტემბერს საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ეწვევა.  ევროკომისარის ვიზიტის  ფარგლებში  თბილისში ოფიციალურად გაიხსება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა. 


დავით ზალკალიანის შეხვედრა ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან

31.08.2018 ქ.თბილისი -  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კაი კაალერსონს შეხვდა.


საბერძნეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე „თანამშრომლობის მემორანდუმი“ გააფორმეს

31.08.2018 საბერძნეთი - საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა გააფორმეს „თანამშრომლობის მემორანდუმი“, რომლის მიხედვითაც ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკი...


 <  6 7 8 9 10 11 12 13 14 15  > 
სექტემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567