სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

19.06.2018 ქ.თბილისი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კენჭი უყარეს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანის კანდიდატურას და მხარი დაუჭირეს მას საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 


საქართველოს ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენელთა ჯგუფი ეწვევა

​2018 წლის 19-21 ივნისს საქართველოს ვიზიტით ეწვევა ეუთო-ს 30-მდე წევრი ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაცია.  აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდგომ, ეს გახლავთ  ეუთო-ს ელჩების პირველი ვიზიტი საქართველოში.


უკრაინაში ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართა

18.06.2018 ქ. კიევი - უკრაინაში საქართველოს საელჩოს მოწვევით გაიმართა UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისათვის ელისო ბოლქვაძის საფორტეპიანო სოლო კონცერტი


ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ცნობილი ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

17.06.2018 ისლანდია-  ისლანდიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიასა და ისლანდიაში, გიგი გიგიაძე ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანესონს შეხვდა.  


საფრანგეთში ნოე ჟორდანიას მემორიალური დაფა გაიხსნა

16.06.2018 საფრანგეთი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში,  ქალაქ ვანვში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას მემორიალური დაფა გაიხსნა.


მიხეილ ჯანელიძემ “ENPARD”-ის მესამე ფაზის გახსნით ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

15.06.2018 ქობულეთი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის - “ENPARD”-ის მესამე ფაზის გახსნით ცერემონიალში.


საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა” დასრულდა

15.06.2018 ქ. ბათუმი - ​ქ. ბათუმში მიმდინარე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა” დასრულდა.


ვატიკანში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

15.06.2018 ვატიკანი- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, Palazzo Cancelleria-ში გაიმართა ქართველოლოგი პროფესორის, სტივენ ჯონსის საჯარო ლექცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიული მნიშვნელობა“.


საქართველოს ევროპული გზის” ფარგლებში სამუშაო სესია “ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაცია” გაიმართა

სესიის ფარგლებში განხილულ იქნა ინსტიტუციური თანამშრომლობის სექტორული მიმართულების გაძლიერება; სექტორული პოლიტიკის განვითარება ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად; ევროკავშირის პროგრამებსა და სპეციალურ პროექტებში მონაწილეობა; ინსტიტუციური შესაბამისობის ხელშეწყობის და საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი...


ვახტანგ მახარობლიშვილი მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

15.06.2018 ბათუმი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დანიელა მორარის შეხვდა.


 <  10 11 12 13 14 15 16 17 18 19  > 
ივლისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345