დიმიტრი ამილახვარის სახელობის დიალოგით საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის

26.05.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის დიალოგის ფორმატს დიმიტრი ამილახვარის სახელწოდება მიენიჭება - ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.  


ქ. სეულის მერიის შენობა ქართული დროშის ფერებით განათდა

26.05.2018 ქ.სეული- საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ქ. სეულის მერიის შენობა ქართული დროშის ფერებით განათდა.  


რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები იმართება. მათ შორის, ტარდება ველოტური, საბავშვო წარმოდგენები, შეჯიბრები, გამოფენები, რეგიონისა და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები. წარმოდგენილია ისტორიული დოკუმენტების ამსახველი ...


სომხეთის რესპუბლიკაში ქართული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი გაიმართა

26.05.2018 სომხეთი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძებების ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული ფოლკლორული ანსამბლის „მრავალჟამიერის“ კონცერტი.


ჩვენი ქვეყნის დევიზია „ძალა ერთობაშია“ - და დღეს, ჩვენ ვგრძნობთ თქვენთან ერთობას, რაც გვაძლიერებს - მიხეილ ჯანელიძე

26.05.2018 - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო პარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის, მომავალი ასწლეულის სტრატეგია“.


აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა

​2018 წლის 24 მაისს, აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა. რეზოლუცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და ხაზს უსვამს აშშ-ის მტკიცემხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი.  


პოლონეთში პრეზიდენტის სასახლე საქართველოს დროშის ფერებით განათდა

26.05.2018 პოლონეთი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, პოლონეთში, პრეზიდენტის სასახლე საქართველოს დროშის ფერებით განათდა.


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებში რუმინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

26.05.2018 თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რუმინეთის ვიცე-პრემიერს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებში ანა ბირჩალს შეხვდა, რომელიც, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. რუმინეთის მთავრობის სახელით, ანა ბირ...


კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26.05.2018 კატარი - კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო საქართველოს დროშის ფერებში განათდა.საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში, საზეიმო მიღება გაიმართა.


საუდის არაბეთში ორი ცათამბჯენი საქართველოს დროშის ფერებით განათდა

26.05.2018 საუდის არაბეთი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, რიადის ორი ცათამბჯენი- “Kingdom Tower” და “Tamkeen Tower” საქართველოს დროშის ფერებით განათდა.


 <  11 12 13 14 15 16 17 18 19 20  > 
ივნისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678