საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისტორიულ გამოფენას უმასპინძლებს

26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისტორიულ გამოფენას უმასპინძლებს, რომელსაც საზეიმოდ გახნის საქართველოს ვიცე-პრემიერი,საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.


სომხეთის რესპუბლიკაში პროფესორმა გიორგი ოთხმეზურმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

25.05.2018 ქ.ერევანი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ოთხმეზურმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია, სახელწოდებით „საქართველოს და...


სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა

25.05.2018 ქ.ლუბლიანა - სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიება ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების მე-100 წლისთავს.


​თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიმართება

25.05.2018 ქ. თბილისი - მიმდინარე წლის 27-28 მაისს, ქ. თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება ქართული დიასპორის დღე, რომელიც უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.


რუმინეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

25.02.2018 ქ.ბუქარესტი - რუმინეთში საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა.


შვედეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

25.05.2018 შვედეთი- სტოკჰოლმის ისტორიის მუზეუმში, ბაროკოს დარბაზში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.  


ქ. თესალონიკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

ქ. თესალონიკში, საბერძნეთი -  საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება.


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ნორვეგიის სამეფოს ელჩთან

25.05.2018 ქ.თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან (რეზიდენციით ბაქო) ბორდ ივარ სვენდსენთან.


გაერო-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება და შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა

25.05.2018 ქ. ნიუ-იორკი - ​24 მაისს, გაერო-ს შენობაში ჩატარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის მარკა გაერო-ს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა და პოე...


„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა არ შეწყდება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე“ - უკრაინის საგრეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს წერილს უგზავნის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 27-ე  და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ულოცავს.  


 <  12 13 14 15 16 17 18 19 20 21  > 
ივნისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678