„აბრეშუმის რკინიგზა“ - მარშრუტი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს საერთაშორისო სატრანზიტო მნიშვნელობას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის 13 დეკემბერს  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წვერებთან ერთად  მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის რკინიგზის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაში, რომელიც ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავ...


ინფორმაციას საბერძნეთის რესპუბლიკის მიერ აპოსტილის კონვენციასთან საქართველოს მიერთების შესახებ წინააღმდეგობის გაუქმების თაობაზე

​საბერძნეთის რესპუბლიკამ გააუქმა თავისი წინააღმდეგობა საქართველოს მიერ ჰააგის 1961წლის 5 ოქტომბრის აპოსტილის კონვენციასთან მიერთების თაობაზე. როგორც კონვენციის დეპოზიტარის - ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული,აპოსტილის კონვენცია საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ძალაში შევ...


ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-ს კონგრესს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება და მადლობას უხდის საქართველოს მეგობართა ჯგუფს (Georgia Caucus) აშშ-ს კონგრესში და ტედ პოს, მეგობართა ჯგუფის თანა-თავჯდომარეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის.


დავით დონდუა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის დელეგაციას შეხვდა

2015 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის  დელეგაციას.


დავით ჯალაღანიამ არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

10 დეკემბერს, არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტის მაურისიო მაკრის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომელშიც, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ. 


საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მესამე ყოველკვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მესამე ყოველკვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2015 წლის ივლისი-სექტემბერის პერიოდს და მასში ასახულია საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ

2015 წლის 9 დეკემბერს დაახლოებით 18:48 საათზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის რაიონის სოფლებში კოშკასა და გუგუტიანთკარში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის...



გიორგი კვირიკაშვილმა იაპონელ ხალხს იმპერატორის დაბადების დღეს მიულოცა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ სადღესასწაულო მიღებაში, რომელიც იაპონიის იმპერატორის დაბადების დღეს მიეძღვნა. 


ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მესამე ყოველკვარტალური ანგარიში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ  მესამე ყოველკვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2015 წლის ივლისი-სექტემბერი პერიოდს.


 <  258 259 260 261 262 263 264 265 266 267  > 
თებერვალი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627281234
567891011