საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

2015 წლის 16 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმება.  


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ინდონეზიის რესპუბლიკის პაპუას პროვინციაში ინდონეზიური ავიაკომპანიის Trigana Air კუთვნილი თვითმფრინავის მიერ განცდილ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2015 წლის 16 აგვისტოს ინდონეზიის რესპუბლიკის პაპუას პროვინციაში ინდონეზიური ავიაკომპანიის Trigana Air კუთვნილი თვითმფრინავის მიერ განცდილ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად დაიღუპა 54 ადამიანი. 


ბრაზილიის ახლადდანიშნულმა ელჩმა დავით დონდუას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2015 წლის 14 აგვისტოს საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა სისერო მარტინს გარსიამ  საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს დავით დონდუას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2015 წლის 13 აგვისტოს ერაყის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაღდადში ტერორისტული დაჯგუფება „დაყშ“-ის/„ISIL“-ის (ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში) მიერ განხორციელებულ ტერორისტულ თადასხმასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2015 წლის 13 აგვისტოს  ერაყის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაღდადში ტერორისტული დაჯგუფება  „დაყშ“-ის/„ISIL“-ის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 200-მდე დაშავდა.    


გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ გაერო-ში პრეს-კონფერენცია გამართა

2015 წლის 12 აგვისტოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ გაერო-ს სამდივნოს შენობაში პრეს-კონფერენცია გამართა, რომელსაც  გაერო-ში აკრედიტებული მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. თიენძინში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2015 წლის 12 აგვისტოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ თიენძინის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ორმოცდაათამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა ასობით ადამიანი. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის მხარეს საპროტესტო ნოტა გადასცა

2015 წლის 11 აგვისტოს შვეიცარიის მხარეს გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა მ.წ. 10 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ქარელის რაიონის სოფლებში ცერონისსა და  თამარაშენში  ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონო აღმართვასთან დაკავშირებით.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

2015 წლის 10 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენისა და ცერონისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ბანერს მიღმა მოექცა. 


კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა "საერთაშორისო ანტი-კორუფციული აკადემიის" (IACA) დეკანს და აღმასრულებელ მდივანს

2015 წლის 10 აგვისტოს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო ანტი-კორუფციული აკადემიის" (IACA) დეკანს და აღმასრულებელ მდივ...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

2015 წლის 10 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა შეხვდა საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულს ნიკოლას ბერლინერს.


 <  261 262 263 264 265 266 267 268 269 270  > 
ნოემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910