AMCHAM-ის 18 წლის იუბილეს აღსანიშნავი გალა ვახშამი

12.11.2016 თბილისი - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის დაარსების 18 წლის იუბილეს აღსანიშნავი გალა ვახშამი გაიმართა,  ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო. მან ამერიკის სავაჭრო პალატას საიუბილეო თარიღი მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.


BASF-ის წარმომადგენლობის გახსნის ცერემონია

10.11.2016 თბილისი - ​სასტუმრო Tbilisi Marriott-ში გაიმართა ქიმიური წარმოების მსოფლიო ლიდერი კომპანიის BASF-ის წარმომადგენლობის გახსნის ცერემონია. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. 


ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის შეხვედრის შესახებ

10.11.2016 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრთან შრი აშოკ გაჯაპათი რაჯუსთან, რომელიც სამუშაო ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მთავრობამ მიანიჭა ბატონ რაჯუს განსაკუთრებული უფლებამოსილება, რათა მ...


მიხეილ ჯანელიძემ თურქმენეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

9.11.2016 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაში. 


აშშ-ის არჩევნების პირველადი შედეგებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

9.11.2016 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ ესტონეთის რესპუბლიკაში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გამართა

9.11.2016 თბილისი - ​საქართველოს და ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მიზნით, ტალინს ესტუმრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე. 


საგარეო საქმეთა მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნის შეხვედრა

8.11.2016 თბილისი - 2016 წლის 8 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძესა და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს, დავით რაქვიაშვილს შორის. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს აპარატი...


ნიდერლანდების სპეციალურ წარმომადგენელი მიესალმა ასოცირების დღის წესრიგის შემუშავებაში სამოქალაქო სექტორის აქტიურ ჩართულობას

7.11.2016 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ადრიან პალმთან. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ნიდერლანდების სპეციალური წარმომადგენლისათვის საქართველო-ევროკ...


საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის შეთანხმების მემორანდუმსა და შეთანხმების აღმასრულებელ პროგრამას მოეწერა ხელი

7.11.2016 - იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის პაოლო ჯენტილონის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-იტალიას შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მემორანდუმს, ასევე სამეცნიერო-კულტურუ...


„იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი“

7.11.2016 თბილისი - იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების საჯარო გამოსვლა გაიმართა თემაზე - „იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი“.


 <  265 266 267 268 269 270 271 272 273 274  > 
სექტემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567