საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

2016 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ  შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ძიაო ჰუაისინთან.


​საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

2016 წლის 10 აგვისტოს გვიან საღამოს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მარდინისა და დიარბაქირის პროვინციებში მოხდა მორიგი აფეთქებები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა არც საქართველოს საელჩოში და არც საქართველოს გენერალურ...


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მეორე კვარტალური ანგარიში

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მეორე კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2016 წლის აპრილი-ივნისის პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ქუვეითის ელჩს (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი) მუბარაქ ალ სეჰაიანს შეხვდა

2016 წლის 9 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ქუვეითის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მუბარაქ ალ სეჰაიანთან (Mubarak Al-Sehaijan).


მიხეილ ჯანელიძემ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2016 წლის 6-7 აგვისტოს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში მომხდარ ძლიერ წყალდიდობასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016  წლის 6-7 აგვისტოს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში მომხდარ ძლიერ წყალდიდობასთან დაკავშირებით, რომელმაც ოცზე მეტი ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა, ასევე დაშავებულია ათობით ადამიანი.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით

2016 წლის 7 აგვისტოს 8 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის განხორციელებიდან. მას შემდეგ რუსეთი აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ...


საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი მიღება

2016 წლის 5 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის ალექსანდრა ჰოლ ჰოლის გამოსამშვიდობებელ მიღებას დაესწრო. 


საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივი განცხადება

2016 წლის 20 ივლისს, ქ. ვაშინგტონში გაიმართა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

2016 წლის 5 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან. 


 <  267 268 269 270 271 272 273 274 275 276  > 
ივლისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345