შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან

1.08.2017 თბილისი - ​საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდა.


2017 წლის 31 ივლისს შესრულდა 25 წელი მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი

საქართველო განიხილავს გაერო-ს, როგორც საყოველთაო/მსოფლიო მშვიდობისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის მთავარ ინსტრუმენტს და მხარს უჭერს ორგანიზაციის ნაბიჯებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ადამიანის უფლებების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და სოციალური პროგრესის მიღწევის კუთხით.


მიხეილ ჯანელიძე - ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი, აშშ-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია

31.07.2017 თბილისი - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს და შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერას გამოეხმაურა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, აშშ-ს ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა გა...


საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზოდ მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

31.07.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდის შესახებ

31.07.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევის გამო და გმობს 2017 წლის 28 ივლისს ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდას.


მიხეილ ჯანელიძე - „ღირსეული პარტნიორი 2017" ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას"

30.07.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. 


მიხეილ ჯანელიძემ სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის დაფუძნების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

28.07.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა პირველი სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 


დავით დონდუა შეხვდა საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიმიტრიოს კარაბალისს

28.07.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიმიტრიოს კარაბალისს.


ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

28.07.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან. 


დავით ზალკალიანი საქართველოში ქუვეითის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

27.07.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა საქართველოში ქუვეითის სახელმწიფოს ელჩთან (რეზიდენციით ქ. ერევანი) ნავაფ აბდულაზიზ ალენეზისთან.


 <  48 49 50 51 52 53 54 55 56 57  > 
დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567