მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალში მონაწილეობს

18.05.2018 დანიის სამეფო -  ქ. ელსინორში გაიმართა ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით.


მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა

18.05.2018 ქ. ელსინორი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან.  


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა გამართა

18.05.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ვახტანგ მახარობლიშვილმა  შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების სახელმწიფო მინისტრთან მარკ ლანკასტერთან, რომელიც საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.  


დავით ზალკალიანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე სიტყვით გამოვიდა

17.05.2018 ქ. ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე სიტყვით გამოვიდა.  ღია დებატი თემაზე: საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება - საერთაშორისო სამართლის დაცვა,  პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას თავმჯდომარეობით გა...


სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის წამყვან ავიაკომპანია “Korean Air”-თან აფილირებულ ტურისტული სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ურთიერთობების ისტორიაში, 17 მაისს სეული-თბილისის მიმართულებით პ...


2018 წლის 18 მაისს გაიმართება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2018 წლის 18 მაისს, ქ. ვაშინგტონში, გაიმართება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლ...


მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს მინისტერიალზე სიტყვით გამოვა

17.05.2018 დანიის სამეფო - ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 17-18 მაისს დანიის სამეფოს ეწვევა,  სადაც ევროპის საბჭოს  128-ე მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში ლიტვის საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა

17.05.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში ლიტვის საგანგებო დავალებათა ელჩთან, სიმონას შატუნასთან.


საქართველოს ელჩის ვიზიტი სვაზილენდის სამეფოში

17.05.2018 ქ.მბაბანე - სვაზილენდის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალი სამუშაო ვიზიტით პირველად  ეწვია სვაზილენდის სამეფოს დედაქალაქ მბაბანეს.


ფლანდრიის პარლამენტმა ბელგიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკეების გამოფენას უმასპინძლა

17.05.2018 ბელგია - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ფლანდრიის პარლამენტმა ბელგიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკეების დავით ხმალაძისა და დავით ნათიძის გამოფენას უმასპინძლა.


 <  51 52 53 54 55 56 57 58 59 60  > 
სექტემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567