აშშ-მ სირიაც შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის შეზღუდვები უწესდება

05.09.2018 თბილისი -აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სირიაც შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც აღიარებენ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას, რაც, თავის მხრივ, სირიის ხელისუფლების მიმართ ფინანსური შეზღუდვების ამოქმედებას გულისხმობს. მსგავსი შეზღუდვები დაწესდა ასევე მიმდინარე წელს - ნაურუს...


სტოკჰოლმში 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

5.09.2018 შვედეთი - რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,  სტოკჰოლმში საქართველოს შვედ მეგობართა ასოციაციის მორიგი შეკრება გაიმართა.


„მომავალში ჩვენ უფრო ხშირად ვესტუმრებით საქართველოს და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობები გახდება ბევრად უფრო მჭიდრო “ - იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო

05.09.2018 ქ.თბილისი - „ეს იყო იაპონიის საგარეოს საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც ძალზედ ნაყოფიერი გახლდათ. ჩვენ 25 წელი დაგვჭირდა იმისათვის რომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი წვეოდა საქართველოს, მაგრამ მომავალში ეს ხშირად განმეორდება, ჩვენ უფრო ხშირად ვესტუმრებით საქართველოს და ჩვენ გვაქვს...


ნორვეგიის ატლანტიკურ კომიტეტში სემინარი - „10 Years since the War with Russia: Where Georgia Stands Today“ გაიმართა

 5.09.2018 ნორვეგია - 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ნორვეგიის ატლანტიკურ კომიტეტში სემინარი - „10 Years since the War with Russia: Where Georgia Stands Today“ გაიმართა. სემინარის ფარგლებში, მთავარ მომხსენებლად მიწვეული იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მაია ყიფშიძე.


საქართველოს ელჩმა გვატემალის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

5.09.2018 გვატემალა-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გვატემალის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკოში), ზურაბ ერისთავმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა გვატემალის პრეზიდენტს, ჯიმი მორალესს.


ბელარუსში ქართული კულტურის დღეების დახურვის ცერემონია გაიმართა

5.09.2018 ქ. მინსკი - ბელარუსში ქართული კულტურის დღეების დახურვის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, “რესპუბლიკის სასახლეში“ გაიმართა - ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი. ღონისძიება საქართველოს საელჩოს და საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ვიზიტი ბრიუსელში

04.09.2018 ქ.ბრიუსელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის მმართველ დირექტორთან ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, თომას მაირ-ჰარტინგთან და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველ...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ტარო კონოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა

04.09.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ტარო კონოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.  საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა სამუშაო სადილის ფორმატში გააგრძელეს საუბრი საქართველო-იაპონიის ორმხრივი უ...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მეუღლემ, თამარ ქემოკლიძემ უმასპინძლა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლეს, კაორი კონოს

04.09.2018 თბილისი - 4 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მეუღლემ, თამარ ქემოკლიძემ უმასპინძლა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლეს, კაორი კონოს, რომელიც თან ახლდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ტარო კონოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.


საქართველოს ელჩმა სალვადორის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

ქ. ბუენოს-აირესში,  სალვადორის უნივერსიტეტში USAL-ში გამართულ სამუშაო საუზმეზე, არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა -- PAIS PERFIL GEORGIA


 <  3 4 5 6 7 8 9 10 11 12  > 
სექტემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567