ანკარის წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში ქართული წირვა-ლოცვა პირველად აღევლინა

4.02.2019 ქ. ანკარა- საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საელჩოსა და ანკარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით, ანკარის წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში მამა მიქაელმა (ბრეგვაძე) პირველად აღავლინა ქართული წირვა-ლოცვა.  


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის მიწვევით ვაშინგტონში გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს

4.02.2019 აშშ- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.


საქართველოს ელჩი ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

4.02.2019 ქ. პეკინი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა არჩილ კალანდიამ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის წარმომადგენლობის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან ჯონ ლეუნგთან.  


ვიქტორ დოლიძემ ჟენევაში გაეროს განყოფილების გენერალურ დირექტორს რწმუნებათა სიგელები წარუდგინა

2.02.2019 შვეიცარია- ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ახლადდანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა,  ვიქტორ დოლიძემ რწმუნებათა სიგელები წარუდგინა ჟენევაში გაეროს განყოფილების გენერალურ დირექტორს,  მიხაელ მიოლერს.


​თურქმენეთსა და ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან

01.02.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქმენეთსა და ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურები წარადგინა.


ლაშა დარსალია საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

01.02.2019 ქ. თბილისი -​2019 წლის 1 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან, კაი კაარელსონთან.


ჩინეთის საელჩომ პარალიმპიურ კომიტეტს ადაპტირებული მიკროავტობუსი გადასცა

​01.02.2019 ქ. თბილისი - საჩუქარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იენჩმა პირადად გადასცა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შალვა მაისურაძეს. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა.


ირლანდია ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და ამ კუთხით, მიესალმება საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას

31.01.2018 დუბლინი - ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ჰელენ მაკენთისთან. 


დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ

1.02.2019 დიდი ბრიტანეთი - დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.


ალექსანდრე ხვთისიაშვილი All Nippon Airways-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

1.2.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა "ოლ ნიპპონ ეირვეის"-ის (All Nippon Airways) უფროს ვიცე-პრეზიდენტ აკირა ნაკამურასთან, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში.


 <  6 7 8 9 10 11 12 13 14 15  > 
თებერვალი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728123
45678910