სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

25.11.2019 ქ. თბილისი-  სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, პაველ ვიზდალმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.


დავით ზალკალიანი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

25.11.2019 ქ. ბერლინი - გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ვოლფგანგ შოიბლესთან შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს და კიდევ ერთხელ დადასტურდა გერმანიის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მი...


ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო იაპონია-საქართველოს ბიზნესფორუმის გახსნაში

25.11.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ და საქართველოში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს იაპონია-საქართველოს ბიზნესფორუმი, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავ...


საგარეო საქმეთა სამინისტრო უერთდება 16-დღიან სამთავრობო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

25.11.2019 - საგარეო საქმეთა სამინისტრო უერთდება 16-დღიან სამთავრობო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ  


საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო საქმეთა და ექსპატრიატების სამინისტროს ახალ გენერალურ მდივანთან

25.11.2019 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო საქმეთა და ექსპატრიატების სამინისტროს ახალ გენერალურ მდივანთან საჯა ალ-მაჯალისთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას

24-26 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, სადაც მონაწილეობას მიიღებს კიორბერის ფონდის ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმში და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.


ვახტანგ მახარობლიშვილმა საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო საპატრულო ხომალდის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

23.11.2019 ქ. ბათუმი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო საპატრულო ხომალდის « კომანდან ბირო » დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში, რომელიც 22 ნოემბერს, ბათუმში გაიმართა....


მინსკში ფერწერული გამოფენა - „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა

23.11.2019 ბელარუსი - ბელარუში საქართველოს საელჩოსა და  მინსკის სამხატვრო გალერეის- „კულტურის უნივერსიტეტი“ ორგანიზებით, გაიხსნა ფერწერული გამოფენა სახელწოდებით - „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“.  


დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა შვედი ავტორის წიგნის პრეზენტაციას - "რვა დღე საქართველოში: წიგნი მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამყაროში მომლოცველობის შესახებ"

23.11.2019 დანია- დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა შვედი ავტორის, კარლ ანდერს ბრაიტჰოლცის წიგნის პრეზენტაციას "რვა დღე საქართველოში: წიგნი მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამყაროში მომლოცველობის შესახებ".    


ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული გაიზენჰაიმის უნივერსიტეტს ეწვია

23.11.2019 გერმანია- ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე გაიზენჰაიმის უნივერსიტეტს ეწვია. მან შეხვედრა გამართა ღვინის საერთაშორისო მარკეტინგის პროფესორებთან, იონ ჰანფთან და სოფი ღვანიძესთან, რომლებთან ერთადაც განხილულ იქნა გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის სასწავლო სისტემა, ქართველი სტუდენტების...


 <  14 15 16 17 18 19 20 21 22 23  > 
იანვარი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789