უორდროპის დიალოგის მეოთხე შეხვედრის აღსანიშნავად ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა

24.10.2017 ქ. ლონდონი - ​​ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერს ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სტრატეგიული დიალიგის მომდევნო შეხვედრის თბილისში ჩატარების ნიშნად  გადასცა უორდროპის დიალოგის სიმბოლო. 


გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების დაინტერესებას გამოხატავს

23.10.2017 ლონდონი -  საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს დაუთმო  უორდროპის დიალოგის გახსნაზე საკუთარი გამოსვლის დიდი ნაწილი გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალან დანკანმა. 


დავით ზალკალიანი ქ. პალერმოში ეუთო-ს ხმელთაშუაზღვის მაღალი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

23.10.2017 ქ. პალერმო - ​2017 წლის 24-25 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ქ. პალერმოში, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, როგორც 2018 წელს ეუთო-ს შემდგომი თავმჯდომარის ორგანიზებით დაგეგმილ მაღალი დონის კონფერენციში. 


საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიხსნა

23.10.2017 ქ. ლონდონი - ​ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიხსნა. სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა გაერთიანებული სამეფოს ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა,  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ...


ვახტანგ მახარობლიშვილი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

​2017 წლის 23 ოქტომბერს, გაერო-ს დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სტუდენტებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.  


ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი: საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევები დემოკრატიული სტანდარტების მაგალითია

23.10.2017 ლონდონი - ამერიკისა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა საქართველოში ჩატარებულ  ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს დემოკრატიული სტანდარტების მაგალითი უწოდა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ლონდონში, საქართველოსა და ბრიტანეთს შორის უორდროპ...


ბორის ჯონსონი - საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ამბიციაა

23.10.2017 ქ. ლონდონი - „როგორც არაერთხელ მითქვამს მე და ასევე პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის, ჩვენ შეიძლება ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას და ჩვენ განვიხილავთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ამბიციად“ - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმ...


საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად საელჩომ მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა

23.10.2017 კანადა - საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისთვის აღსანიშნავად  კანადაში საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს საგანებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ უმასპინძლა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს,  თავდაცვის სა...


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გაერთიანებული სამეფოს წამყვანმა კვლევითმა ორგანიზაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

23.10.2017 ქ. ლონდონი - ​ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის უორდროპის დიალოგის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროსა და  ბრიტანეთის წამყვანი კვლევითი ცენტრის „უილტონ პარკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. 


ლონდონში “უორდროპის სტრატეგიული დიალოგი” გაიმართება

22.10.2017 ლონდონი - 23 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მორიგ პლენარულ სხდომაში,რომელიც ქ.ლონდონში გაიმართება. სხდომის დასრულებისას მხარეები ხელს მ...


 <  18 19 20 21 22 23 24 25 26 27  > 
დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567