ტორონტოს უნივერსიტეტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი აღნიშნეს

 6.03.2018 ქ. ტორონტო-კანადაში საქართველოს საელჩომ ტორონტოს უნივერსიტეტში გამართა "ქართული საღამო", რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა. საღამოს ფარგლებში, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მოწვეული სტუმრებისთვის  ლექცია-პრეზენტაცია ჩაატარა საქართველოს წარსულისა და თან...


ვახტანგ მახარობლიშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კრებაზე

06.03.2018 - ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კრებაში და მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეროვნული პლატფორმის წევრებს.


საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

6.03.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 6 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. ტრადიციულად, თანათავმჯდომარეები საქართველოს სტუმრობენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მომზადების მიზნით.


მიხეილ ჯანელიძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საპარლამენტო კოლეგიის წევრებს შეხვდა

6.03.2018 ქ. სარაევო - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრის ბოსნია და ჰერცეგოვინას საპარლამენტო კოლეგიის წევრებს შეხვდა. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

5 მარტი 2018 - სარაევოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან დენის ზვიზდიჩისთან.


იაპონიაში გამართულ გამოფენაზე ქართული ღვინის შესახებ სემინარი ჩატარდა

6.03.2018 ქ. ტოკიო-იაპონიაში დაიწყო საკვები და სასმელი პროდუქტების ყოველწლიური გამოფენა Foodex Japan, რომელშიც 10 ქართული კომპანია მონაწილეობს. გამოფენის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ცინცაძემ.


საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა რუმინეთის ვიცე პრემიერ-მინისტრთან

6.03.2018 რუმინეთი- საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა შეხვედრა გამართა რუმინეთის ვიცე პრემიერ-მინისტრთან სტრატეგიული პარტნიორობის იმპლემენტაციის საკითხებში ანა ბირჩალთან. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.  


დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) საიუბილეო სესიაში მიიღო მონაწილეობა

6.03.2018 დიდ ბრიტანეთი - საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში და საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 70 წლის საიუბილეო სესიაში და 7 მარტს  შეხვედრა გამართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივან ...


საპრეზიდენტო საბჭო - ბოსნია და ჰერცეგოვინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

5.03.2018 ქ. სარაევო - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქვეყნის საპრეზიდენტო საბჭოს წარმომადგენელებთან.


საქართველოსა და ბოსნია ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5.03.2018 ქ. სარაევო - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ცრნადაკმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. 


 <  19 20 21 22 23 24 25 26 27 28  > 
აპრილი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456