საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

6.03.2017 თბილისი - ​6-8 მარტს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი ეწვევა. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება

​06.03.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ქ. სტრასბურგში, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოში, ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.


პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის მოსაზრებასთან დაკავშირებით

​06.03.2017 თბილისი - ​ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა.მათ შორის ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს. ნიშანდობლივია, რომ 2016 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დახურეს თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, ხოლო 2017 წლი...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ირანის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

2.03.2017 თბილისი - ​საქართველოში ირანის ახლადდანიშნულმა ელჩმა სეიდ ჯავად ყავამშაჰიდმა  რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს  მიხეილ ჯანელიძეს.


მიხეილ ჯანელიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა

2.03.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი შესაბამის დეპარტამენტებსა და საელჩოებს,   საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერა მიულოცა. 


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრა გამართა თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებზე სახელმწიფო მინისტრთან

2.02.2017 - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში,  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებზე სახელმწიფო მინისტრ ბარონესა ჯოის ანელეისთან.


შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან

1.03.2017 ჟენევა - ​ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გაეროს უმაღლეს კომისართან ზეიდ რაად ალ-ჰუსეინთან. 


მიხეილ ჯანელიძემ კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელა

1.03.2017 ჟენევა - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და კოსტა რიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში გაიმართა. 


მიხეილ ჯანელიძე ალბანელ კოლეგას შეხვდა

1.03.2017 ჟენევა - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ალბანელ კოლეგას დიტმირ ბუშატის შეხვდა. შეხვედრა ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.


 <  4 5 6 7 8 9 10 11 12 13  > 
მარტი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27   28         1    2   345 
6          7      8   9   10   11  12 
1314   15  16      17         1819 
20    21 22       23     24     25  26
272829303112
3456789