საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლის თავზე

 2018 წლის 7 აგვისტოს 10 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და შედეგად საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში კაშხლის ჩამოშლასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 24 ივლისს ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ატაპეუს (Attapeu) ტერიტორიაზე მდებარე სე პიენის (Xe-Pian) ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ჩამოშლასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი, დაკარგულია 100-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 6600-ზე მეტი მოქალ...


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდთან დაკავშირებით

2018 წლის 20 ივნისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა.  


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

04.06.2018 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს გვატემალას რესპუბლიკაში, ქ. გვატემალას მახლობლად ვულკანი „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

29.05.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსე...


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კენიაში „პატელის“ დამბის ნგრევით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 10 მაისს კენიის რესპუბლიკაში „პატელის“ დამბის ნგრევის და წყალდიდობის შედეგად ათობით ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანთა დაღუპვასთან დაკავშირებით.   


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის რესპუბლიკის და ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ პირებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ

30.04.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება მ.წ. 27 აპრილს, პანმუნჯეომში კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტ, მუნ ჯე-ინსა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს, კიმ ჯონგ-უნს შორის გამართული სამიტის შედეგებს. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 26 აპრილს ისრაელში ნაჰალ ცაფიტში, მკვდარი ზღვის სამხრეთით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით

27.04.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 26 აპრილს ნაჰალ ცაფიტში (Nahal Tsafit), მკვდარი ზღვის სამხრეთით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელმაც 10 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.  


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყირიმის ანექსიის ოთხ წლისთავთან დაკავშირებით

16.03.2018 ქ. თბილისი - ​ოთხი წლის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით ყირიმში ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქი სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია და ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამით სრულად იქნა უგულებელყოფილი უკრაინის კონსტიტუცია და კანონმდებლობა ისევე, როგორც ს...


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.02.2018 - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2018 წლის 22 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გარდაცვალების გამო, და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს. 


 <  1 2 3 4 5 6 7 8 9 10  >