საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ

13.02.2017 - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციის უხეში დარღვევის გამო, მათ შორის 2016 წლის 30 ნოემბრის “2321“ რეზოლუციის და გმობს 2017 წლის 12 თებერვა...


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით

7.02.2017, თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე 2017 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ინდოეთის რესპუბლიკის ანდჰრა პრადეშის შტატში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით

​23.01.2017 თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2017 წლის 21 იანვარს ინდოეთის რესპუბლიკის ანდჰრა პრადეშის შტატში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის გამო, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა.  


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

21.01.2017 თბილისი-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას  პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ქ. პარაჩინარში დღეს მომხდარი აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით,  რომელმაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მრავალი დაშავდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იტალიაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით

20.01.2017 - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2017 წლის 19 იანვარს, იტალიაში, აბრუცოს რეგიონში, სამთო კურორტზე მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, სადაც მიწისძვრების შედეგად ჩამოწოლილმა ზვავმა ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.  


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თეირანში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2017 წლის 19 იანვარს, თეირანში  Plasco-ს ცენტრში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი, ხოლო ასამდე ადამიანი მძიმედ დაშავდა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ

დღეს, 13 დეკემბერს გაიმართა სამმხრივი შეხვედრა (ტრიალოგი) ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 539/2001 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეები...


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

რუსეთის ფედერაციამ 2016 წლის 18 სექტემბრის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ გახსნა 21 საარჩევნო უბანი. ამასთან, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დადგენილებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციის ...


ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ანგარიშს კენჭი უყარა

2016 წლის 5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) კენჭი უყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელის მარია გაბრიელის (EPP) ანგარიშს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იტალიის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქ.პერუჯას მახლობლად მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო (ეპიცენტრით ქალაქები : ასკოლი, ამატრიჩე, აკუმოლი, რიეტი) რასაც მოჰყვა მსხვერპლი, არიან დაშავებულები.


 <  1 2 3 4 5 6 7  >