ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში 

ბათუმი, 3-4 ოქტომბერი 2019 

 

2019 წლის 3-4 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის მოწვევით, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი გაიმართება. დელეგაციას უხელმძღვანელებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები.

წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში  რიგით მეხუთეა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში და რაც საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავების და აქტიური თანამშრომლობის ნათელი დასტურია.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი  შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან. შედგება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბათუმის პორტში ეწვევა საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს. ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ლექციას გამართავს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
 

ვიზიტის გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე:

http://mfa.gov.ge/nac/form.aspx