უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.



ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას ეწვია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას ეწვია ეწვია, სადაც მოინახულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიიღო ინფორმაცია ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ.



ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენლები მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდნენ

2015 წლის 20 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა  გამართეს მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან. 



საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარდა

2015 წლის 18 თებერვალს საქართველომ და ტონგას სამეფომ ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეყრდობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობ...



საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე

2015 წლის 18 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, კიდევ ერთხელ დააფიქსიროს შემდეგი: