ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტმა) ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტმა), ა.წ. 8 ივლისს, პლენარულ სხდომაზე, ევროკავშირსა და  საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რატიფიცირების საკითხზე მომხსენებელი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი კლაუდია დურხშლაგი (ავსტრიის სახალხო პარტია - ÖVP) იყო. 

რატიფიცირების პროცესს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურციც დაესწრო. ბატონმა კურცმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსთან ავსტრიის თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას და აღნიშნა რომ, საქართველოსთან ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას ეს ურთიერთობები თვისობრივად მაღალ დონეზე აჰყავს. 

აღნიშნული შეთანხმება, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა, ა.წ. 30 ივნისს დაამტკიცა. 

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი