ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე დაესწრო

2015 წლის 29 სექტემბერს, ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი, 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი ქ.რუსთავის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე, რომელმაც პატივი მიაგო დაღუპულ ჯარისკაცს.