აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უცხოური ვალუტის შეტანა-გატანის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 13 იანვრიდან ამოქმედდა უცხოური ვალუტის შეტანა-გატანის ახალი რეგულაციები.
 
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააუქმა 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, ფიზიკურ პირებს, საბაჟო გადასახადის გარეშე შეეძლოთ ქვეყანაში 10.000 აშშ დოლარის ღირებულების პირადი მოხმარების საგნებისა და თანხის შეტანა-გატანა.
 
ახალი რეგულაციით ნებადართულია მხოლოდ 1000 აშშ დოლარის ქვეყანაში დეკლარირების გარეშე შეტანა-გატანა.