ამბასადორიალის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართავს

თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - “ამბასადორიალი 2016” მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში 2016 წლის 27 ივლისს ამბასადორიალის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო.
 
ამბასადორიალი სამუშო თემატური სესიებით გაგრძელდება, სადაც განხილული იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატიის საკითხები. ამბასადორიალის მონაწილეებთან თემატური სესიის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
 
ამბასადორიალის მონაწილეები ეწვევიან საქართველოს ტექნოლოგიურ პარკს, სადაც გაიმართება ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე სამუშაო სესია. ელჩებისთვის გაიმართება პრეზენტაცია საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრების, ინოვაციებისა და სტარტაპების ეკოსისტემის შესახებ. ასევე, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად “ამბასადორიალი 2016”-ის ფარგლებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები შეხვედრას გამართავენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.
 
“ამბასადორიალი 2016” 26 ივლისს გაიხსნა და 29 ივლისამდე გასტანს. ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

 
ივლისი 2016
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27   28     29      30      1           23
4     5 6           7   8       9      10
1112   13   14        15       16    17 
18 19   20  21   22  23   24 
25   26      27        28   29  3031
1   23 4 5    67