ამბასადორიალი 2015-ის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა

"ამბასადორიალი 2015"-ის ფარგლებში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ.
პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის პრიორიტეტები, ამ მხრივ გაწეული საქმიანობა და სამომავლო ამოცანები მიმოიხილა, რის შემდეგაც შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაინაცვლა.

შეხვედრის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა, ვიცე-პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა ქვეყნისათვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სფეროში საქმიანობაში.

თავისმხრივ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცეს. გიორგი მარგველაშვილს დღეს 46 წელი შეუსრულდა.