ამერიკელმა კონგრესმენებმა ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ და კახეთის რეგიონი მოინახულეს

საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკელი კონგრესმენები დუნკან ჰანტერი (რესპუბლიკელი - კალიფორნია) და მარკ სენფორდი (რესპუბლიკელი - სამხრეთ კაროლინა) სტუმრობენ.

ვიზიტის პირველ დღეს ამერიკელი კონგრესმენები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ. სასწავლო ცენტრში უცხოელ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა. 

ნატო-საქართველოს  წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ ამერიკელ სტუმრებს ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. კონგრესმენებმა სიმულაციური ცენტრიც დაათვალიერეს და მის შესაძლებლობებს გაეცნენ.

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სტუმრობისას კონგრესმენები ავღანეთში, ISAF-ის მისიის დროს დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდნენ. ისინი ქართველი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობითა და მათი ამჟამინდელი საქმიანობით დაინტერესდნენ. კონგრესმენებმა ქართველ ჯარისკაცებს პირველად აშშ-ში, სან დიეგოში ბობ უილსონის სახელობის ბალბოას სამხედრო ჰოსპიტალში რეაბილიტაციის კურსის გავლისას გაიცნეს და საქართველოში ვიზიტისას მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. 

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სენატორები კახეთის რეგიონს ეწვივნენ, სადაც გაეცნენ კახეთის ღირსშესანიშნაობებს, დააგემოვნეს ქართული ღვინო, საუბარი შეეხო ღვინის წარმოების ტრადიციას, საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და მისი განვითარების პერსპექტივებს. 

NE5A4143-tt.jpgNE5A4168-tt.jpgNE5A4356-tt.jpgNE5A4404-tt.jpgNE5A4414-tt.jpgNE5A4456-tt.jpgNE5A4552-tt.jpgNE5A4568-tt.jpgNE5A4573-tt.jpgNE5A4607-tt.jpgNE5A4673-tt.jpgNE5A4684-tt.jpgNE5A4719-tt.jpgNE5A4770-tt.jpgNE5A4782-tt.jpgNE5A4840-tt.jpg