ანნ ბრასორი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის გამო

„შევიტყვე უაღრესად შემაშფოთებელი ინფორმაცია საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ცალმხრივად შეცვლისა და იქ უწყვეტად მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის შესახებ, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ. განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება , რომ ეს ქმედებები ხორციელდება ბაქო-სუფსის მილსადენის სიახლოვეს, რომელსაც გადამწყვეტი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის. 
 
ასამბლეა თანმიმდევრულად გამოხატავდა თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია: ადმინისტრაციული საზღვრის ბორდერიზაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და მხოლოდ დაძაბულობის გამწვავების მიზანს ემსახურება. საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების გაერთიანების ნაცვლად, ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო აცალკევებს მათ ერთმანეთისგან, რასაც მკაცრად ვგმობ, ისევე როგორც დავგმე ამგვარი ქმედებები მიმდინარე წლის მაისში, ადმინისტრაციული საზღვრის მონახულებისას."- განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ანნ ბრასორმა.