არარეზიდენტმა ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს

2015 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მოჰამმად თაქი ხალილიმ (რეზიდენციით ქ. ბაქო), ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩმა ლაჰსსან ბუფარესმა (რეზიდენციით ქ. ანკარა), ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩმა ტარეკ იბრაჰიმ მუჰამედ მაათიმ (რეზიდენციით ქ. ერევანი), კორეის რესპუბლიკის ელჩმა კიმ ჩან გიუმ (რეზიდენციით ქ. ბაქო) და ფიჯის რესპუბლიკის ელჩმა დეო სარანმა (რეზიდენციით ქ. ბრიუსელი).

სიგელების გადაცემის შემდეგ დავით ჯალაღანიამ ინდივიდუალური შეხვედრები გამართა აღნიშნულ ელჩებთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

დავით ჯალაღანიამ არარეზიდენტ ელჩებს წარმატება უსურვა მათ საქმიანობაში საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში.