ბელარუსში უცხოური ვალუტის შეტანის რეგულაციების შესახებ

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, ბელარუსის საზღვრის გადაკვეთისას 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გადატანის შემთხვევაში აუცილებელია მისი დეკლარირება. 30 ათას აშშ დოლარამდე ნაღდი ფულის დეკლარირების გარეშე შემოტანის მცდელობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, რომელიც განისაზღვრება საბაზო ღირებულების 5-დან 30-მაგ ოდენობამდე, არადეკლარირებული ნაღდი ფულის კონფისკაციით (საბაზო ღირებულება განსაზღვრულია 210 000 ბელ. რუბ. ოდენობით).
 
ამასთან, 2016 წლის 4 აპრილიდან ძალაში შევიდა 2016 წლის 5 იანვარს მიღებული N356-3 კანონი „ბელარუსის ზოგიერთ კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“, რომლის საფუძველზე ბელარუსის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შევიდა ცვლილებები. მიღებული ცვლილებების თანახმად, დეკლარირების გარეშე 30 ათას აშშ დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გადატანის მცდელობა დაისჯება ჯარიმით, 2-5 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით, ან ამავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
 
ასევე, 2015 წლის 23 ივლისიდან მებაჟეებს მიეცათ ადმინისტრაციული ოქმების შედგენის უფლება, საზღვარის გადაკვეთის პროცესში იმ მოქალაქეებზე, რომელთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში აღმოჩენილ იქნება ნაღდი ფული. აღნიშნული დარღვევისთვის  გათვალისწინებულია ჯარიმა საბაზო ღირებულების 50-მაგი (10,5 მლნ. ბელ. რუბლის) ოდენით, ხოლო მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში 100-მაგი (21 მლნ. ბელ. რუბლის) ოდენობით.