ბელგიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

როგორც მოგეხსნებათ, ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბრიუსელში შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მე-4 დონე, ბელგიის დანარჩენ ტერიტორიაზე კი მე-3 დონის საფრთხე. ბელგიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კრიზისების ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. საქართველოს მოქალაქეებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ ბელგიის ხელისუფლების შემდეგი რეკომნდაციები: გთხოვთ, თავი აარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს; შეზღუდოთ, მაქსიმალურად ქალაქში გადაადგილება, თუ ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს; იყავით ინფორმირებულნი სანდო მედია საშუალებების ინფორმაციით; თავი შეიკავოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისგან; თქვენს საცხოვრებელ კომუნაში დაწესებული კონკრეტული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მიიღოთ, თქვენს კომუნაში ან კომუნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ბელგიის ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნის ან გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს კრიზისების ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე.
ბელგიის კრიზისების ცენტრში გახსნილია ცხელი ხაზი 1771, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია მე-4 დონის საფრთხით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების შესახებ. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ კრიზისების ცენტრის ვებ-გვერდს:http://centredecrise.be/…/suites-des-attentats-paris-recomm…
საჭიროების შემთხვევაში, მოგვმართეთ ბელგიის სამეფოში საქართველოს საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომრებზე: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62