ბორგე ბრენდემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც კუკიის სასაფლაოზე ნორვეგიელი ხელოვანის დაგნი იუელის საფლავი მოინახულა.