ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

2016 წლის 15-17 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ცრნადაკი ეწვევა.

დაგეგმილია ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განხილული იქნება  საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები.

ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.