ბრაზილიის ახლადდანიშნულმა ელჩმა დავით დონდუას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2015 წლის 14 აგვისტოს საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა სისერო მარტინს გარსიამ  საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს დავით დონდუას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბრაზილიასა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ისაუბრეს როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.