ბრიუსელში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გამართა

 2015 წლის 10 ივლისს  საქართველოს უწყებათაშორისმა ჯგუფმა,   საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის ხელმძღვანელობით ქ. ბრიუსელში შეხვედრები გამართა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის  საკითხებზე.  დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე  ალექსანდრე ბარამიძე და მთავრობის საპარლამენტო მდივანი,  შალვა თადუმაძე.

საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან, მათიას რუტესთან და  ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, "აღმოსავლეთ პარტნიორობის", ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს განყოფილების დირექტორთან,  გუნარ ვიგანდთან.

შეხვედრებზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს მიერ ევროკომისიის  რეკომენდაციების შესრულების მხრივ  მიღწეული პროგრეს,  მიმდინარე რეფორმები და არსებული გამოწვევები. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო ნაბიჯებზე, რათა ევროკომისიის მხრიდან  წლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულების პროგრესის თაობაზე ანგარიშის მიღება.

ევროკომისიისა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს  საქართველოს მხარდაჭერა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესისადმი. გამოთქვა იმედი, რომ საქართველო წლის ბოლომდე შეასრულებს დარჩენილ რეკომენდაციებს და გამოქვეყნდება ევროკომისიის დასკვნითი ანგარიში. 

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი