გერმანიის მარშალის ფონდში საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ, ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის მარშალის ფონდის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდნენ გერმანელი ექსპერტ-პოლიტოლოგები ხელისუფლების სხვადასხვა შტოდან.
 
გიორგი კვირიკაშვილმა შესავალ სიტყვაში მიმოიხილა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და პრიორიტეტები, ისაუბრა გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე და ასავე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს და გაფართოვდეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს საქართველოს დელეგაციის წევრებს და გერმანელ ექსპერტებს შორის დისკუსია წარიმართა.