გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ერთად თბილისში გაისეირნა

მიხეილ ჯანელიძემ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მეტეხის ეკლესია და  აბანოთუბანი დაათვალიერებინა. მინისტრებმა ძველი თბილისის უბნებში ფეხით გაისეირნეს.

მიხეილ ჯანელიძემ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა თბილისის ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას და მის მახასიათებლებს, ესაუბრა ტურიზმის სფეროში თბილისის განსაკუთრებულ პოტენციალსა და უცხოელი ვიზიტორების მხრიდან არსებულ მზარდ ინტერესზე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს დედაქალაქის განსაკუთრებული მომხიბვლელობა.
 
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ა.წ. 30 ივნისს-1 ივლისს სამუშაო ვიზიტის სტუმრობს.